7 ივნისს, ნორვეგიის ჩემპიონატში გიორგი გოროზიას “სტაბეკმა” საკუთარ მოედანზე ბოდო გლიმტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩიც სრულად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ გოროზიამ 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა.