ბათუმელები ორი ფეხბურთელით გაძლიერდნენ

საქართვეოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. მომდევნო სეზონში ზღვისპირელთა შემადგენლობაში 25 წლის გიორგი გაბედავა და 21 წლის პაპუნა ფონიავა ითამაშებენ.

გაბედავა ბოლოს “სამტრედიას” ღირსებას იცავდა, შარშან კი ევროპის ლიგაზე “ჩიხურაში” ასპარეზობდა. შეგახსენებთ, რომ წელს ბათუმელებს მოუწევთ ამ ტურნირზე საქარველოს ღირსებას დაცვა და გაბედავას დარი გამოცდილი მოთამაშე მათ ნამდვილად გამაოდგებათ.

რაც შეეხება ფონიავას, ის მარტვილის “მერანის” ერთ-ერთი ლიდერი იყო.