მანუჩარ მარკოიშვილი ვი-თი-ბი ლიგის ჩემპიონია

მანუჩარ მარკოიშვილი ვითიბი ლიგის გამარჯვებულია. არმიულომა გუნდმა მესამე მატჩიც იოლად მოუგო რუსეთის სიძლიერით მეორე გუნდს და მრავალეროვანი ლიგის გამარჯვებული გახდა. სერიის მესამე, ჩემპიონობის მომტანი მატჩი მოსკოველებმა „ხიმკის“ დარბაზში – 99:69 მოიგეს.

ცსკა-ს შემადგენლობაში 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა. ოპონენტს იმდენად იოლად ჩაგრავდნენ, არმიელთა მწვრთნელს ტაქტიკის ცვლასა და სწორი შეცვლების გასაკეთებლად ჯაფა არც დასდგომია. ცსკა ძალიალ იოლად გახდა ვითიბი ლიგის ჩემპიონი.

გადამწყვეტ მატჩში მარკოიშვილმა 10:12 წუთი ითამაშა და დროის სიმცირის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა უკანახაელმა 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მანუჩარს 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. საუკეთესო შედეგი აარონ ჯექსონმა და მილოს თეოდოსიჩმა დააფიქსირეს. ამერიკელმა 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, სერბმა – 13 ქულა და 6 პასი.

2014-15 წლების სეზონი მარკოიშვილისთვის დასრულებულია.