ფორლანი “პენიაროლში” 10 ნომრით ითამაშებს

ურუგვაელი ფორვარდი დიეგო ფორლანი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 36 წლის ფეხბურთელი “პენიაროლში” ითამაშებს.

ფორლანმა ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისური აირჩია. მას 4-ნომრიან ფორმასაც სთავაზობდნენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ 4 ნომრით “პენიაროლში” ფორლანის მამა თამაშობდა.

სხვათა შორის, ურუგვაელი ფეხბურთელი ადრეულ ასაკში სწორედ ამ კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა.

დიეგო ფორლანი “პენიაროლს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ვინაიდან იაპონურ “სერესო ოსაკასთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

 

ფორლანი სამშობლოში დაბრუნდა

დიეგო ფორლანმა კონტრაქტი ურუგვაულ “პენიაროლთან” გააფორმა. იაპონური “სერეზო ოსაკას” დატოვების შემდეგ 36 წლის თავისუფალი აგენტი მონტევიდეოში დაბრუნდა და მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

2014 წელს იაპონური გუნდის შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძო.

კარიერის განმავლობაში ფორლანს “ინდეპედიენტეს”, “მანჩესერ იუნაიტედის”, “ვილიარეალის”, “ატლეტიკოს”, “ინტერის” და “ინტერნასიონალის” შემადგენლობაში უთამაშია.