მესის სასამართლომ მიმართვა არ დაუკმაყოფილა

“ბარსელონას” თავდამსხმელის თაღლითური საქმიანობების გამო, კვლავ მიმდინარეობს სასამართლო სხდომა.

ლეო მესიმ საჩივარი შეიტანა, მაგრამ იგი განხილვას არ დაექვემდებარა. ახლა, ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

“ბლაუგრანას” შემტევის მამას და აგენტს, ხორხე მესის ბრალი ედება 4.1 მილიონის გადაუხდელობაში. 2006 წლიდან 2009 წლამდე დაგროვილ დავალიანებებში.

წინა სასამართლო სხდომა 2014 წლის ოქტომბერს გაიმართა, მაგრამ 27 წლის ვარსკვლავს ვერაფერი დაუმტკიცეს. ახლა ხელმეორედ ეცდებიან, არგენტინელი დაადანაშაულონ.

მესიმ ზემოთაღნიშნული ინფორმაცია გაასაჩივრა და ისიც დაამატა, რომ მთავრობას ზედმეტი 5 მილიონი გადაუხადა, თუმცა ოთხშაბათს, სასამართლომ ლეოს მიმართვა არ დაუკმაყოფილა.