რატომ არ აჩვენებს „ქართულ დერბის“ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“?

სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს უმაღლესი ლიგა დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე განახლდება, სადაც „საბურთალო“ საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდება. ხვალ კი ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება – ქუთაისში ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან.

აღნიშნული თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არც პირველი და არც მეორე არხის პროგრამაში წერია. ამასთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სპორტული მიმართლებით ხელმძღვანელს გიორგი ზურაბიშვილს დავუკავშირდით.

„სამწუხაროდ, ამ მატჩს ვერ ვაჩვენებთ. ტელევიზიას სულ ერთი მოძრავი სატელევიზიო სადგური აქვს, რომელიც თბილისობაზე მიჰყავთ და ამიტომ, სამწუხაროდ, რეპორტაჟს ვერ ვაკეთებთ“, – გვიპასუხა ზურაბიშვილმა.

სათქმელია, რომ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „რიონი ტვ“ გადმოსცემს. „ქართული დერბი“ ხვალ 15:00 საათზე დაიწყება.

სანდრო ცნობილაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაათავისუფლეს

ქართველი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ დაითხოვეს.

დიდი ალბათობით, არხის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილაძის შეცდომა იყო, რომელიც მან საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის წაყვანისას დაუშვა (იხილეთ ვიდეო).

იხილეთ ასევე: სანდრო ცნობილაძის პირველი კომენტარი მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე