მაკლარენი „ნიუკასლის“ თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს

„ნიუკასლის“ ოფიციალურმა საიტმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივ მაკლარენის გათავისუფლება დაადასტურა.

54 წლის სპეციალისტი არასახარბიელო შედეგების გამო გაათავისუფლებს. 28 ტურის შემდეგ გუნდი 24 ქულით პრემიერლიგის ბოლოსწინა ადგილზეა.

აქამდე ბრიტანული მედია მაკლარენის შესაძო შემცვლელთა შორის რაფაელ ბენიტესს, დევიდ მოიესსა და ბრენდან როჯერსს ასახელებდა.

ოფიციალურად: „ნიუკასლს“ ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი უთავკაცებს

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის სტივ მაკლარენის დანიშვნა დაადასტურა.

54 წლის სპეციალისტთან კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების რვა წლამდე გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ამ პოსტზე მაკლარენი ჯონ კარვერს შეცვლის. ინგლისელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „დერბი ქაუნთი“ იყო, რომლის ხელმძღვანელობამ ის მაისის ბოლოს გაათავისუფლა.