როდის იხურება ტოპ ჩემპიონატებში სატრანსფერო ფანჯარა?

ახალი დადგენილების თანახმად, ლა ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ერთი დღის დაგვიანებით, პირველ სექტემბერს დაიხურება. პრემიერ ლიგის, სერია ა-ს, ბუნდესლიგისა და ლიგა 1-ის გუნდებს კი ტრანსფერების განხორციელების ბოლო შანსი გუნდებს 31 აგვისტოს ეძლევათ.

ასე რომ, ამ ზაფხულიდან ესპანურ გუნდებს დამატებითი 24 საათი ეძლევათ, რათა ერთმანეთში ტრანსფერები შეათანხმონ. ზემოთ ხსენებული ჩემპიონატების კლუბებს კი იმ ერთი დღის მანძილზე ესპანურ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელების დამატება არ შეეძლებათ.

რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, ყველა დიდ ჩემპიონატში ის 1 იანვარს გაიხსნება და 31-ში დაიხურება. გამონაკლისი იტალიის სერია ა არის, სადაც ფანჯარა ერთი დღის დაგვიანებით იხსნება.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის გამორჩეული ტრანსფერები

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ შუაღამით დაიხურა. ტრადიციულად, 31 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტრანსფერების მხრივ.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ გამორჩეულ ტრანსფერებს, რომლებიც გუშინ განხორციელდა.

დავიდ ლუისი, “პსჟ”-დან “ჩელსიში” გადავიდა. ამას გუშინ დილით ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ბრაზილიელი იქ დაბრუნდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდა.

ჯო ჰარტი, “მანჩესტერ სიტიდან” “ტორინოში”. ინგლისელის ტრანფსერის შესახებ ყველამ რამდენიმე ხნით ადრე იცოდა. ეს მეკარე გვარდიოლამ მოსვლისთანავე აითვალწუნა. ჰარტი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს “ტორინოში”.

სამირ ნასრი და ელიაკიმ მანგალა, ორივემ “სიტი” დატოვა. ნასრიმ “სევილიას” მიაშურა ერთწლიანი იჯარის წესით. რაც შეეხება მანგალას, იგი “ვალენსიაში” გადავიდა.

ვილფრიდ ბონი, “მანჩესტერ სიტიდან” “სტოკ სიტიში”. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა. იგი “სტოკში” ერთი წლით გაანათხოვრეს.

ეზიკელ გარაი, “ზენიტიდან” “ვალენსიაში”. არგენტინელი მცველი წლების მანძილზე თამაშობდა პრიმერა დივიზიონში. იგი “რეალის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. ახლა კი, წლების შემდეგ მას იგივე ჩემპიონატში მოუწევს ასპარეზობა, ოღონდ, ამჯერად, იგი “ღამურების” ღირსებას დაიცავს. 29 წლის სპორტსმენის ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონ ევროს შეადგინა.

ჯეკ უილშირი, “არსენალიდან” “ბორნმუთში”. ინგლისელს წინა სეზონში, ტრავმის გამო, საკმაოდ ბევრი გაუცდა. იგი ფორმაში არაა; ნაკრებშიც არ გამოიძახეს არასასურველ კონდიციებში ყოფნის გამო. ფორმაში შესასვლელად მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. ამისთვის კი, მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ერთი წლით “ბორნმუთში” წავსლა აღმოჩნდა.

ისლამ სლიმანი, “სპორტინგიდან” “ლესტერში”. სლიმანიში ინგლისის ჩემპიონებმა 29 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს კი გუნდის რეკორდია. “სპორტინგის” უკვე ყოფილმა მოთამაშემ პორტუგალიის ჩემპიონატში 27 გოლის გატანა შეძლო წინა სეზონში.

მარიო ბალოტელი, “ლივერპულიდან” “ნიცაში”. “სუპერმარიო” თავისუფალი აგენტი იყო და ისე წავიდა ფრანგულ კლუბში.

მუსა სისოკო, “ნიუკასლიდან” “ტოტენჰემში”.”ჩემპიონშიფში” გადასულ გუნდში დარჩენა ნამდვილად არასამართლიანი და შეუფერებლი იქნებოდა ამ დონის მოთამაშისთვის. ფრანგს “ევერტონის” ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, “სპურსებს” მიაშურა.

როდის იხსნება ევროპის ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა?

ოფიციალურადაა ცნობილი ევროპულ ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დრო და თარიღი.

qveyana