აუტსაიდერმა „აკადემიამ“ ბათუმში სეზონის მეორე მატჩი მოიგო

ცოტა ხნის წინ საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-12 ტურის მეორე მატჩი დასრულდა – „ბათუმმა“ ბოლოადგილოსან „აკადემიას“ უმასპინძლა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული.

პირველი მეოთხედი მასპინძლებმა ანგარიშით 25:21 მოიგეს. მეორე მეოთხედში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა – „აკადემია“ ანგარიშით 44:51 იგებდა. მესამე მეოთხედში „ბათუმმა“ სხვაობა 5 ქულით შეამცირა (63:65). გადამწყვეტი მეოთხედის შემდეგ კი ტაბლზოე თანაბარი ანგარიში 84:84 დაფიქსირდა. ოვერტაიმში სტუმრები უფრო ძლიერები გამოდგნენ და 95:98 გაიმარჯვეს.

„აკადემიის“ ლეგიონერმა მაურის ბრიგსმა ბრწყინვალე შედეგს მიაღწია, მისმა მონაგარმა ამ შეხვედრაში 40 ქულა, 12 მოხსნა და 1 ასისტი შეადგინა.

მატჩის სრული სტატისტიკა

თბილისისა და თელავის საკალათბურთო აკადემიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქ. თელავში კალათბურთის პოპულარიზაციისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ”თელავისსაკალათბურთო აკადემიასა” და თბილისის საკალათბურთო კლუბ ”აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თელაველთა მიწვევით საკალათბურთო კლუბი ”აკადემიის” მწვრთნელები გია კაზანჯიანი და ვასილ სომხიშვილი კახეთს ესტუმრნენ და თელაველ ბავშვებსძველი თაობისა და ახალბედა მწვრთნელებთან ერთად საჩვენებელი, ღია ვარჯიშები ჩაუტარეს.

მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდა თელაველი მწვრთნელები პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და პრაქტიკული ცოდნის შესაძენადსაკალათბურთო კლუბ ”აკადემიას” თბილისშიც ეწვევიან.

მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების რეალიზებისათვის სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება (მასტერკლასები, ერთობლივივარჯიშები, ამხანაგური მატჩები, მწვრთნელთა ტრენინგები და ა.შ.).