მატჩების ჩაწყობის ბრალდებით იტალიაში 15 პირი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის 15 პირი დააკავა.

“ასოშეითედ პრესის” ცნობით, დაკავებულები მატჩების ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციას იტალიის მესამე და მეოთხე დივიზიონებში ათობით გარიგებულ მატჩზე აქვს მტკიცებულება. წყაროს თანახმად, კრიმინალურ ქსელში ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის პრეზიდენტები იყვნენ ჩართულნი. დანაშაულებრივ გარიგებაში 30-ზე მეტი კლუბის წევრია ეჭვმიტანილი.

კრიმილანური ქსელი ასევე სერბეთის, მალტის, თურქეთისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა.