“ლორიანის” მცველს პატიმრობა მიესაჯა

“ლორიანის” მცველ ლამინ გასამას პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

25 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა სოციალურ სტატუსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ შეიავსო, რის გამოც იგი პოლიციაში დაიაბრეს. გასამამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

“ფრანს პრესის” თანახმად, სასამართლომ ფეხბურთელი სახელისუფლებო პირების შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ სცნო. გასამას ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა და ჯარიმის სახით ხუთი ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.