ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის ბოლო ტურში გამართულ მატჩს იძიებს.
ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail ვარაუდობს, რომ “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” შორის გამართული მატჩი(2:2) კონტრაქტით შედგა. კატალონიურ გრანდს ჩემპიონობა გარანტირებული ჰქონდა და 2:0-ზე, ბოლო ათ წუთში მეტოქეს ორი გოლის გატანის საშუალება მისცა, რითაც “ეიბარი” სეგუნდა დივიზიონში გადაისროლეს.
ამ ფაქტს საეჭვო ხასიათს “დეპორტივოს” 35 წლის მცველი, ლაპა უმატებს. ის მიდის ხავისთან და ეუბნება, რომ არაა საკმარისი ეს ანგარიში, ორივე გუნდი გათამაშებაში რჩებაო.
მიუხედავად AS-თან ტებასის ინტერვიუსა, სადაც ამბობს, რომ ანაგრიში ბრძოლის ხარჯზე დაფიქსირდა, ძალიან უცნაური სიტუაციაა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქმეს იძიებს.