მერსესაიდული “ლივერპულის” კარის დარაჯი, ადამ ბოგდანი ტრავმირებულია. უნგრელი მეკარის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ადამმა წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა.
29 წლის მეკარე, რომელიც “უიგან ატლეტიკში” იყო განათხოვრებული, მშობლიურ კლუბს ამ კვირაში დაუბრუნდება, სადაც ის რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს, რომელიც 9 თვეზეა გაწერილი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოგდანმა ტრავმა ჩემფიონშიპის მატჩში მიიღო, სადაც ის “უიგანის” კარის დაცვას “ბარნსლის” შეტევებისაგან ცდილობდა. ბოგდანმა ჩემფიონშიპში გადასვლის შემდეგ, ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
“ახლახან მივიღე სამედიცინო გამოკვლევების შედეგები, რომლის თანახმადაც მუხლის მყესი მაქვს დაზიანებული. რეაბილიტაციის პროცესი დიდ დროს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები.” – განაცხადა უნგრელმა.