“ვალენსიამ” ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ესპანურმა “ვალენსიამ” “სან პაულუდან” 21 წლის როდრიგო კაიო გადაიბირა. მოთამაშესთან მოლაპარაკებებს “ატლეტიკოც” აწარმოებდა.

თუმცა, მადრიდულ კლუბს “ვალენსიამ” აჯობა, რომელმაც ფეხბურთელში 12,5 მილიონი ევრო გადაიხადა და ბონუსების სახით “სან პაულუს” კიდევ 4 მილიონი შესთავაზა.

როდრიგო კაიოს დაცვის ცენტრში და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე შეუძლია თამაში.