ელ ჯეფერსონი „შარლოტში“ რჩება

„შარლოტ ჰორნეტსის“ ფორვარდის ელ ჯეფერსონის აგენტმა ჯეფ შარცმა კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ მისმა კლიენტმა თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა ერთი წლით გადადო. ამის შესახებ ცნობას ESPN.com-ი ავრცელებს.

2015/16 წლების სეზონის ჯეფერსონის კონტრაქტში მესამე და ბოლო იქნება, რომელიც მან 2013 წელს „ჰორნეტსთან“ მოულოდნელად გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ კარიერაში ჯეფერსონს პროფესიონალურ დოენზე, „ბოსტონ სელტიკსში“, „მიულოკი ბაქსსა“ და „იუტა ჯაზშიც“ უთამაშია.