ობამამ „გოლდენ სტეიტის“ თავკაცს NBA-ს მოგება მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ მთავარ მწვრთნელს სტივ კერს ტელეფონით დაუკავშირდა. აშშ-ს ლიდერმა „მეომრების“ თავკაცს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგება მიულოცა და აღნიშნა, რომ გუნდის ხასიათით გაოცებულია.

გარდა ამისა, ობამამ გამთამაშებელი სტეფ კარი და ფინალური სერიის MVP ანდრე იგუოდალა გამოარჩია. ბოლოს ობამამ „უორიოსის“ მოთამაშეები და მწვრთნელები თეთრ სახლში დაპატიჟა. სათქმელია, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტმა ასევე სტენლის თასის გამარჯვებული „ჩიკაბო ბლექჰოუქსიც“ მოიწვია.

კერი რაილის შემდეგ პირველი მწვრთნელია, რომელმაც NBA სადებიუტო სეზონში მოიგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებით „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ისტორიაში პეტ რაილის შემდეგ პირველი თავკაცია, რომელმაც ლიგა სადებიუტო სეზონში მოიგო.

რაც შეეხება რაილის,. ამ შედეგს მან 1982 წელს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის მეექვსე მატჩში „უორიუორსმა“ „კავალიერსი“ ანგარიშით 105:97 დაამარცხა, სერიაში კი გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.