Fanebi.com წარმოგიდგენთ გუნდებს, რომლებმაც დასრულებული სეზონის შედეგად წამყვანი ევროპული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგებში მოიპოვეს თამაში უფლება.
ინგლისი
“ბორნმუთი”
რუსი ბიზნესმენის, მაქსიმ დიომინის ფინანსური ძალისხმევით “ბორნმუთი” ბოლო წლებში მოძლიერდა და მოკლე პერიოდში მესამე დივიზიონიდან პრემიერლიგაში აღზევდა.
გუნდის დამრიგებელი, ედი ჰაუ ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და ჟოზე მოურინიოსაც კი აჯობა. “ბორნმუთი” მან 31 წლის ასაკში ჩაიბარა და ინგილისის ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება.
პრემიერლიგაში აღზევების შემდეგ “ბორნმუთის” მესვეურებმა აქტიური სატრანსფერო მუშაობა დაიწყეს და გუნდი არტურ ბორუცით, კრისტიან ატსუთი და ჯოშუა კინგით გააძლიერეს.
“უოტფორდი”
გუნდის მფლობელი ცნობილი მომღერალი, ელტონ ჯონი იყო. შემდეგ ბრიტანული სცენის ვარსკვლავმა “უოტფორდი” პოცოების იტალიურ ოჯახს მიჰყიდა. ამჟამად ელტონ ჯონი გრემ ტეილორთან ერთად გუნდის საპატიო პრეზიდენტია.
პრემიერლიგას “უოტფორდი” ახალი მწვრთნელით ხვდება. კიკე სანჩეს ფლორესი, რომელიც ესპანურ და პორტუგალიურ კლუბებთან მუშაობითაა ცნობილი, მომდევნო სეზონიდან ძალებს ინგლისის ელიტაში მოსინჯავს.
“ნორვიჩი”
პრემიერლიგაში დაბრუნებული “ნორვიჩის” მთავარი ვარსკვლავი ნეიტან რემონდია. 20 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ პრემიერლიგაში გამოჩნდა და ინგლისური საფეხურთო საზოგადოება მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. შემდეგ ტექნიკური ვინგერი თავის კლუბს ჩემპიონშიპში გაყვა და გუნდს დაბრუნებაში დაეხამრა.
“ნორვიჩს” ახალგაზრდა ნიჭიერი მწვრთნელი, ალექს ონილი წვრთნის, რომელიც შოტლანდიაში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა 2015 წლის იანვარში კი 33 წლის ასაკში ჩაუდგა “ნორვიჩს” სათავეში.
გერმანია
“ინგოლშტადტი”
კლუბი დაარსებიდან მხოლოდ 11 წელს ითვლის, თუმცა ავტოკონცერნ აუდის სახით მას ძალიან ძლიერი სპონსორი ჰყავს, რაც კლუბის ამბიციებზეც აისახება.
“ინგოლშტადტის” მთავარი მწვრთნელი გერმანიაში ნაკლებად ცნობილი რალფ ჰაზენჰიუტლია, თუმცა მისი ასეისტენტი მიჰაელ ჰენკეა, რომელსაც გერმანიაში დიდ პატივს ცემენ. ოტმარჰ ჰიტცფელდთან ერთად მან გერმანიის 7 ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის ორი გათამაშების მოგება შეძლო.
გუნდის ლიდერი 23 წლის პასკალ გროსია, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში 7 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 22 ჯერ გაატანინა. კლუბის მიერ გატანილი გოლების დაახლოებით ნახევარზე სწორედ მისი უშუალო მონაწილების შედეგია.
“დარმშტადტი”
გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ 5 მილიონია, რაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგისთვისაც ძალიან მცირე თანხაა. ასეთი ბიუჯეტი ქართული კლუბებისთვისაც კი არ არის მიუღწეველი ოცნება.
თუმცა, გუნდი მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული. “დარმშტადტი” უკანასკნელი სამოყვარულო კლუბია, რომელსაც ბუნდელიგაში უთამაშია. ეს 70-იან წლებში ხდებოდა.
საინტერესოა, რომ “დარმშტადტის” ფორვარდი ზაილერი წვერს მთელი სეზონის განმავლობაში არ იპარსავდა და წარმატებას სწორედ ამას უკავშირებდა.
ესპანეთი
“ბეტისი”
“ბეტისს” ყველაზე პროდუქტიული თავდამსხმელთა დუეტი ჰყავს. რუბენ კასტრომ და ხორხე მოლინამ სეგუნდაში 51 გოლის გატანა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ პრიმერადან გავარდნის შემდეგ ორივე ფეხბურთელი ანდალუსიური კლუბის ერთგული დარჩა და კარიერის გაგრძელება სეგუნდაში გადაწყვიტეს.
“ბეტისის” კარს “რეალის” ყოფილი მეკარე, ანტონიო ადანი იცავს, რომელიც მადრიდულ კლუბში მოურინიოს მუშაობის დროს პირველ ნომრადაც მოიაზრებოდა და ცოტა უცნაურიც იყო, რომ მას პრიმერაში ვერ ვხედავდით.
“ბეტისის” წამრატებაში დიდი როლი ინგლისიდან დაბრუნებულმა მწვრთნლემა, პეპე მელმა ითამაშა.
“სპორტინგი”
კლუბის მწვრთნელი ყოფილი “ბარსელნელი” აბელარდოა, რომელიც იოაჰან კრუიფის დროს კატალონიელთა ძირითადის მოთამაშე იყო. მისი სამწვრთნელო კარიერა კი “სპორტინგში”, ახალგაზრდული გუნდებიდან დაიწყო. მთავარი მწვრტნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი 2014 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში წარმატებას მიაღწია. გუნდის მთავარ ტალანტად 20 წლის კარლოს კასტროს მიიჩნევენ.
პრიმერაში სეგუნდა დივიზიონიდან აღზევებული მესამე გუნდი პლეიოფის შემდეგ გახდება ცნობილი რომლის ფინალშიც ერთმანეთს ლას პალმასი და სარაგოსა დაუპირისპირდებიან.
იტალია
“კარპი”
2000 წელს ეს გუნდი დაიშალა. განახებულმა “კარპიმ” სერია ბ-ს საგზური 2013 წელს მოიპოვა, ახლა კი ელიტაში შეძლო აღზევება. აღსანიშნავია, რომ გუნდის სახელფასო ფონდი სულ რაღაც 2,5 მილიონი ევროა. ტრანსფერებზე კი 100 000 ევრო დაიხარჯა. “კარპის” საშინაო არენა 4000 მაყურებელს იტევს. მიუხედავად ასეთი მოკრძალებული მაჩვენებლებისა გუნდმა სერია ბ-ს მოგება შეძლო.
“კარპის” გულშემატკივრებში ყველაზე “პოპულარული” პერსონა კლუბის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტოა. სეზონის მსველობისას პრესას ლოტიტოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ჩაუვარდა ხელში, სადაც ის ამბოდა, რომ კლუბის სერია ა-ში აღზევებდა ეკონომიკური კატასტროფა იქნებოდა, რაც მისთვის სამწუხარო რეალობად იქცა.
“კარპის” წარმატების მთავარი შემოქმედი პირები მწვრთნელი ფაბრიციო კასტორი და სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი არიან.
“ფროზინონე”
“ფროზინონე” სერია ა-ს დებიუტანტია. კლუბს იტალიური ფეხბურთის ყველაზე ძლიერ ლიგაში არსებობის ისტორიაში ჯერ არ უთამაშია.
კარპის” მსგავსად “ფროზინონეც” ფინანსური პრობლემების დაიშალა და აღდგენის შემდეგ სერია ბ-ში თამაშის უფლება 2006 წელს მოიპოვა. მომდევნო სეზონიდან კი უძლიერესთა შორის მოსინჯავს ძალებს.
“ბოლონია”
ევროპული კლუბითვის ცოტა უცნაურია, მაგრამ “ბოლონიას” მფლობელი კანადელი ბიზნესმენი ჯოი საპუტოა, რომელმაც კლუბი 2014 წელს შეიძინა. საინტერესოა, რომ ამავდროულად ის მლს-ში მოთამაშე მონარეალის კლუბის სპონსორიცაა, რომლის ღირსებას “ბოლონიას” ყოფილი მოთამაშე მარკო დი ვაიო იცავს.
“ბოლონიას” გამოცდილი დელიო როსი წვრთნის. სპეციალისტმა გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და სერია ა-ს საგზურის მოპოვებაც მოახერხა.