არგენიტნის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კარლოს ბილარდო თვლის, რომ დიეგო მარადონას და ლიონელ მესის შედარება უადგილოა.
“მარადონას და მესის შედარება არ შეიძლება. საუბარი განსხვავებულ ეპოქებზეეა. მესისთვის მუნდიალის მოგება რთული ამოცანა აღმოჩნდა და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ეს არი. თუმცა, როდესაც გასული საუკუნის 80-იან წლებში მარადონას პელეს ადარებდნენ, ამბობდნენ, რომ დიეგოს მუნდიალი არ მოუგია. თუმცა, შემდეგ მან ეს შეძლო. მესიმაც იცის, რომ მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აკლია. ლეოს ჟურნალისტებთან საუბრებში ახალგაზრდული ასაკიდან ვიცავდი” – განაცხადა ბილარდომ.