ესპანური საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა, As იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები კატალონიის “ბარსელონასთან” აწარმოებენ მოლაპარაკებებს რაფინიას ტრანსფერის თაობაზე.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეები” ალკანტარაში მესუთ იოზილის შემცვლელს ხედავენ, რომელიც ბოლო დროს ლიდერის ფუნქციებს თავს სათანადოდ ვერ ართმევს. ცნობილია ისიც, თუ ვისგან მოდის ინიციატივა, ამ იდეის ავტორი თავად არსენ ვენგერია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 24 წლის რაფინიას “ბარსელონას” ახალი თავკაცი, ერნესტო ვალვერდე დიდად არ წყალობს – მას ჯერაც არ ჩაუტარებია სადებიუტო მატჩი ახალ სეზონსი.
ასე რომ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ალკანტარა “ემირეიტს სტედიუმზე” იანვრის თვეში გადაბარგდეს.