„ლივერპული“ მეძახდა, მაგრამ „ფენერბაჰჩე“ ტიტულების გამო ავირჩიე“

დანიის ნაკრების მცველმა სიმონ კიაერმა, რომელიც გასულ კვირას „ლილიდან“ „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა, აღიარა, რომ მას „ლივერპული“ იწვევდა.

„დიახ, ეს სიმართლეა, „ლივერპულს“ ჩემი დამატება სურდა. თუმცა მე ჩემპიონატის მოგება და ტიტულების დაგროვება მსურს. ახალი სეზონისთვის „ფენერბაჰჩეს“ ძალიან დიდი გეგმები აქვს“, – ციტირებს კიაერს „Haber Turk“.

აქამდე 26 წლის მოთამაშე დანიული „მიდტიულანისა“ და იტალიური „პალერმოსა“ და „რომას“ ფერებს იცავდა. განვლილ სეზონში „ლილის“ მაისურით დანიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა.