“ფიორენტინას” პაცინი და პალოსკი სურს

გასულ სეზონში “ფიორენტინას” ჯუზეპე როსის და მარიო გომესის ტრავმების გამო შეტევაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც გუნდიდან მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

საუბრობენ, რომ ფლორენციელებს შეტევის ხაზის გაძლიერება სურთ და მათ ინტერესთა სფეროში ჯამპაოლო პაცინი მოხვხდა, რომელიც “მილანს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. 30 წლის შემტევი “ფიორენტინას” ღირსებას 2005-2009 წლებში იცავდა.

ამავდროულად ფლორენციულ კლუბს “კიევოში” წარმატებით მოთამაშე ალბერტო პალოსკიც სურს. 25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 9 გოლის გატანა შეძლო.