სტეფან იოვეტიჩის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, იოვეტიჩი ამიერიდან კარიერას “მონაკოს” რიგებში გააგრძელებს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აწ უკვე წაშლილ პოსტში ნათქვამი იყო, რომ “ინტერის” ფეხბურთელი 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა, რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” სამიზნის, 180 მილიონ ევროდ შეფასებული კილიან მბაპეს საკუთრებაა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონთა რიგები ბერნარდო სილვამ, ბენჟამინ მენდიმ და ტიმუე ბაკაიოკომაც დატოვეს, თუმცა ჟარდიმის გუნდი მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურება და ლიგა 1-ის სამი მატჩიდან სამივე მოიგო.