ფორმულა 1-ში ავსტრიის გრანპრის პირველივე წრეზე “მაკლარენისა” და “ფერარის” მრბოლელები — ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი ერთმანეთს შეეჯახნენ. საბედნიეროდ, სპორტსმენებს დაზიანება არ მიუღიათ, მათ დამოუკიდებლად მოახერხეს ბოლიდიდან ამოსვლა.
სატელევიზიო გამეორებისას არ ჩანს, თუ რომელია დამნაშავე ამ ეპიზოდში, თუმცა რბოლის შემდეგ სიტუაცია აუცილებლად გაირჩევა და დამნაშავეს გარკვეული სანქცია დაეკისრება.
ფერნანდო ალონსო: “კიმისთან შეჯახების თავიდან აცილება არ შემეძლო, რადგან ბოლიდს ვერ ვაკონტროლებდი. მოხარული ვარ, რომ ყველანი კარგად ვართ”.