როგორც იცით, გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართულ “ცხინვალს” ფრედ, 1-1 დაუზავდა.
Fanebi.com-თან კომენტარი “ცხინვალის” კაპიტანმა, გიორგი ნადირაძემ გააკეთა.
“რაც შეეხება თამაშს, რთული გამოვიდა. მეტოქეს მართლაც ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მეორე ნორმად ვთამაშობდით და ძირითადად, შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები.
ხოლო მეორე მატჩს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, დაძაბული ორთაბრძოლა იქნება და მთელ გუნდს გულშემატკივრების იმედი გვაქვს. იმიტომ, რომ ასეთ დაძაბულ შეხვედრებში გულშემატკივარი დიდ როლს თამაშობს”.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.