“ინტერის” პრეზიდენტი: “კონდოგბიამ შესაძლოა, იაია ტურეს აჯობოს”

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა განაცხადა, რომ კლუბმა ჟოფრე კონდოგბიას შეძენით სწორი არჩევანი გააკეთა.

“კონდოგბია იაია ტურეზე ბევრად ახალგაზრდაა და დროთა განმავლობაში შესაძლოა, ის უფრო ძლიერ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდეს. ჟოფრე ჩვენი ახალი და ამბიციური პროექტის ქვაკუთხედი გახდება.
ჩვენ დიდებულ გუნდს ვქმნით. ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, მათ უნდა მოიტანონ შედეგი”, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ “ინტერი” სწორედ იაია ტურეს შეძენას ცდილობდა.