2 ივლისს, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ბათუმის “დინამო” ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხევდრაში კვიპროსულ “ომონიას” დაუპირისპირდება.
მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ბათუმელთა ფეხბურთელი ბადრი ტეტუნაშვილი კლუბის ვებგვერდს ესაუბრა
“წილისყრის სანახავად ერთად შევიკრიბეთ და მეტოქეს ველოდებოდით. სიმართლე გითხრათ, პირველ ეტაპზე უფრო სუსტ გუნდს ვისურვებდი, თუმცა ახლა ამას ვერ შევცვლით. გასულ წელთან შედარებით „ომონია“ ცოტათი შესუსტებულია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა, რომ ბიჭები ერთიანი ძალებით მოვახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას” – განაცხადა ტეტუნაშვილმა.