ბასილაშვილი დელ პოტროსთან დამარცხდა

ძირითად ბადეში მყოფი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში მიმდინარე “მასტერსის” ტურნირზე არგენტინელ დელ პოტროსთან დამარცხდა.

ქართველი 59-ე ჩოგანი შანხაის “მასტერსის” გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას. 1/32-ფინალში ის დელ პოტროს დაუპირისპირდა და საერთო ანგარიშით 2-1 დამარცხდა.

სამ სეტში ბასილაშვილმა 2:6, 6:3, 4:6 წააგო. არგენტინელი 23-ე ჩოგანი 1/16-ფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. ქართველი აქამდე 67-ე პოზიციას იკავებდა, განახლებულ რეიტინგში კი ის 14 საფეხურით დაწინარუდა.

როგორც იცით, ბასილაშვილი მემფისის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ამერიკელ რაიან ჰარისონთან ორ სეტში 1:6, 4:6 დამარცხდა. რომ არა ფინალში მარცხი, ის 50-ეულში შესვლასაც მოახერხებდა.

ქართველი ჩოგბურთელი 21 თებერვალს დელრეი ბიჩის ტურნირზე დაიწყებს გამოსვლას. მისი პირველი მეტოქე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება.

cats

რომელ ადგილზე გადაინაცვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “სოფია ოუფენზე” გამოსვლის შემდეგ?

ნიკოლოზ ბასილაშვილი რამდენიმე დღის წინ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე “სოფია ოუფენზე” გამოდიოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებით მიაღწია ნახევარფინალამდე. ამ ეტაპზე კი იგი რეიტინგში 36-ე ჩოგანთან, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა.

მიუხედავად ფინალში ვერგასვლისა, 24 წლის სპოტსმენმა მსოფლიოს ჩოგბურთელთა რეიტინგში მთელი 20 საფეხურით წინ აიწია. თუ “სოფია ოუფენის” დაწყების წინ ნიკოლოზი 87-ე პოზიციაზე იყო, ახლა იგი 67-ე ადგილს იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ხვალიდან მემფისის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. პირველ მატჩს იგი რიგით 63-ე ჩოგანთან – ჯორდან ტომპსონთან ჩაატარებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი “სოფია ოუფენის” ნახევარფინალშია!

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა “სოფია ოუფენის” ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელი (რეიტინგში 87-ე), ნიკოლოზ ბასილაშვილი და სლოვაკი მარტინ კლიჟანი (რეიტინგში 36-ე) დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბასილაშვილმა პირველი სეტი უშანსოდ წააგო ანგარიშით, 0:6. თუმცა, მეორე და მესამე სეტები ერთნაირი ანგარიშით (6:3) მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში სერბ ვიქტორ ტროცკის სძლია. ცნობისთვის, გეტყვით, რომ დიმიტროვი მსოფლიოს რეიტინგში მეცამეტე პოზიციაზეა.

ბასილაშვილი: „როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან მაგალითი იყო“

მოგეხსენებათ, დღეს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პლანეტის მესამე ჩოგანს, შვეიცარელ როჯერ ფედერერს შეხვდა და სამ სეში დამარცხდა (6:2, 6:1, 6:2). ცოტა ხნის ბასილაშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განვლილი შეხვედრა შეაფასა

როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო .ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე,ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობან თავისი გააკეთა.ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა. ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა, მაგრამ რა გაეწყობა ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისე.
ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის“, – დაწერა ბასილაშვილმა.

untitled

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერს შეხვდება

ჩოგბურთის ახალი სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირის ავსტრალიის ღია პირველობის კენჭისყრის შედეგით, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მიმდინარე წელს ტურნირზე ყოველგვარი საკვალიფიკაციო მატჩების გარეშე მოხვდა, პირველ წრეში პლანეტის ამჟამად მესამე ჩოგანს, შვეიცარელ როჯერ ფედერერს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვიდან იწყება.

ბასილაშვილმა ფინალში რუსი კუზნეცოვი დაამარცხა და რეიტინგის ასეულში მოხვდა

ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში ტურნირის ფინალურ მატჩში საქართველო პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი კუზნეცოვს შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა.

1/2 ფინალში ბაშილაშვილმა ისეთი ჩოგბურთელი დაამარცხა, როგორიც ივო კარლოვიჩა, ხოლო კუზნეცოვმა რობინ ჰაასეს სძლია.

პირველი სეტი რუსმა ჩოგბურთემა ანგარიშით 7:6 მოიგო. მეორე სეტი ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, თუმცა ამჯერად ქართველმა იმარჯვა. სათქმელია, რომ თეიბრეიქის წინ თამაში გარკვეული პერიოდით ძლიერი წვიმის გამო შეწყდა. გადამწყვეტ სეტში კი ბასილაშვილმა 6:3 მოიგო.

სათქმელია, რომ ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ს მსოფლიო რეიტინგის ასეულში მოხვდა, ამჟამად ნიკოლოზი 92-ე ადგილს იკავებს.

ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში სლოვაკ ანდრეი მარტინს შეხვდა.

პირველი სეტი ბაშილაშვილმა უპრობლემოდ, ანგარიშით 6:1 მოიგო, თუმცა მეორე სეტში ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში უკეთესი ქართველი აღოჩნდა, რომელმაც  6:3 გაიმარჯვა და ტურნირის 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა.

ცნობისთვის, 1/2 ფინალში ბასილშვილი რობინ ჰაასესა და ანდრიან უნგურს შორის გამარჯვებუსლ შეხვდება.

ბასილაშვილმა კვლავ გაიმარჯვა და ახლა რუსულ წყვილს ელის

ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებშიც გაიმარჯვა. დღეს ადგილობრივ რომანო ფრანტზენთან ერთად მან ოუელეტსა და გროენს ანგარიშით 6:3, 3:6, 10:7 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ერთი დღით ადრე ერთეულთა შორის პირველი წრე წარმატებით დაძლია.

წყვილებში შემდეგი შეხვედრა ბასილაშვილს რუსულ წყვილთან კარასევთან და კუზნეცოვთან ელის.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

1/16-ფინალში 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მე-20 ნომრად განთესილ, ესპანელ ბაუტისტა აგუტთან სამ სეტში 6:7, 0:6, 1:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო სამი ეტაპი წარმატებით დაძლია. ტურნირის პირველ წრეში მან არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს აჯობა, მეორე წრეში კი ესპანელი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე ითამაშებს!

დღეს უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო რაუნდის შეხვედრა გაიმრთა, რომელშც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 წლის უნგრელa მარტონ ფუსკოვიჩს შეხვდა.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა – პირველი ორი სეტი ბაშილშვილმა ანგარიშით 6:4 მოიგო, მესამე კი ანაგრიშით 3:6 დათმო. გადამწყვეტი მეოთხე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ნიკოლოზმა ანაგრიშით 6:2 მოიგო.

ამ გამარჯვებით ქართველი სპორტსმენი უიმბლდონის ძირითად ბადეში გავიდა, რომლის პირველ ეტაპზე მისი მეტოქის ვინაობა ხვალინდელ კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.