ოფიციალურად: ჰეიტინგა „აიაქსში“ დაბრუნდა

ამსტერდამის „აიაქსმა“ გამოცდილი მცველი ჯონ ჰეიტინგა დაიმატა.

31 წლის ფეხბურთელმა ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდთან ერთწლიან კონტარაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჰეიტინგამ ბერლინის „ჰერტას“ შემადგენლობაში ითამაშა.

„აიაქსში“ ჯონი აქამდეც თამაშობდა – ამსტერდარმული კლუბის ღირსებას ის 2001 წლიდან 2008 წლამდე იცავდა და ამ პერიოდში 152 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა. სხვადასხვა სეზონში ის ასევე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ევერტონისა“ და „ფულემის“ რიგებში გამოდიოდა.

heitinga