კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი „რივერ პლეიტში“ გადავიდა

როგორც არგენტინული გამოცემა „ოლე“ იტყობინება, ცნობილი ნახევარმცველი ლუჩო გონსალესი „რივერ პლეიტში“ დაბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელმა ბუენოს-აირესის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„რივერ პლეიტის“ ღირსებას ნახევარმცველი 2002 წლიდან 2005 წლამდე იცავდა. ამის შემდეგ ლუჩო ევროპაში გაემგზავრა, სადაც „პორტუსა“ და „მარსელის“ შემადგენლობაში ითამაშა. ამ პერიოდში ის ექვსჯერ პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონი გამხდარა. „პორტუდან“ წასვლის შემდეგ გონსალესი ყატარულ „ალ-რაიანში“ გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ „რივერს“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ სავიოლა დაუბრუნდა.