ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015 წლის დრაფტი ისტორიაში მესამეა, რომლის შედეგად, ხეთეულში ორი მოთამაშე მოxვდა, რომელიც აშშ-ს ან კანადის მოქალაქე არაა. ეს ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი და მარიო ხეზონია არიან. პირველი კალათბურთელის უფლებები „ნიუ-იორკ ნიქსმა“ მიიღო, მეორე კი „ორლანდო მეჯიკში“ იქნება.
პირველად მსგავსი რამ 2002 წელს დაფიქსირდა, როდესაც პირველ ხუთეულში ჩინელი იაო მინი და ქართველი ნიკოლოზ ცქიტიაშვილი იყვნენ. მეორედ კი 2011 წელს, როდესაც მესამე ნორმად თურქი ბიგმენი ენეს კანტერი აირჩიეს, ხოლო მეხუთე ნომრად ლიტველი იონას ვალანჩუნასი.