“ვალენსია” “სოსიედადის” მეკარეს დაიმატებს

“რეალ სოსიედადის” მეკარე ხერონიმო რული, შესაძლოა, “ვალენსიას” მოთამაშე გახდეს.

მართალია, ბასკურმა კლუბმა და მოთამაშემ თანამშრომლობის გაგრძელეაზე მოილაპარაკებს, თუმცა გადამწყვეტი საინვესტიციო ფონდის სიტყვაა, რომელიც მოთამაშის სატრანსფერო უფლებებს ფლობს.

23 წლის რულიმ გასულ სეზონში საკუთარი გუნდის ღირსება 22 თამაშში დაიცვა. აქედან 6 მატჩში მან კარი მშრალად შეინახა.