ბელორუსმა მოთამაშემ მატჩის დროს გოგონას ხელი სთხოვა (ვიდეო)

ბელორუსიის პრემიერლიგის მე-12 ტურში გროდნოს “ნემანსა” და “სლუცკს” შორის გამართულ მატჩში (0:4) საინტერესო რამ მოხდა. 88-ე წუთზე სტუმართა გუნდის შეცვლაზე შემოსულმა ნახევარმცველმა სერგეი ლევიცკიმ გოლი გაიტანა, შემდეგ ტრიბუნასთან მიირბინა, მუხლებზე დაიჩოქა და შეყვარებულს საქორწილო ბეჭედი გაუწოდა.