ზამთრის ხუთი ტრანსფერი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორი კვირა გავიდა. მოდით ერთად განვიხილოთ გასული დღეების ხუთი ყველაზე მნიშნველოვანი ტრანსფერი.

 

ნემანია მატიჩი

(ბენფიკა – ჩელსი ; 25 მილიონი ევრო)

სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურინია ტრანსფერი ჯერ-ჯერობით “ჩელსიმ” გააკეთა, თუმცა ეს გრძელი ისტორიაა. პირველად ნიჭიერი სერბი ნახევარმცველი ლონდონელებმა 2009 წელს შეიძინეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონკურენციას ვერ გაუძლო და “ჩელსიმ” მატიჩი “ვიტესში” გაანათხოვრა. 21 ნახევარმცველმა ვერც ჰოლანდიაში შესძო თავის დამკვიდრება. “ჩელსის” ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და მატიჩი “ბენფიკას” დავიდ ლუისში და ბუნებრივია გარკვეული თანახაც დაამატა.
და აი გარკვეული დროის შემდეგ “ჩელსი” მატიჩს იბრუნებს და თანაც 25 მილიონს იხდის. საინტერესოა როგორ გამოიყენებს ნახევარმცველს ჟოზე მოურინიო.

Fanebi.Ge

 

 

ალესანდრო მატრი

(მილანი – ფიორენტინა ; იჯარა)

მატრის “მილანში” დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ალეგრი ბალოტელის ღირსეულ შემცველს ეძებდა, თუმცა ოდესღაც ძლიერი ფორვარდისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა. მატრი მოედანზე 18 მატჩი გამოჩნდა და მხოლოდ ერთი გოლი გატანა მოახერხა. ლოგიკურიც არის, რომ ამის შემდეგ ფეხბურთელი სხვა გუნდში გაუშვეს. როსის და გომესის ტრავმების გამო ფორვარდის დამატება “ფიორენტინას” აუცილებლად სჭირდებოდა. იმედი გამოვთქვათ, რომ მატრი ფლორენციაში მაინც ათამაშდება ძველებურად.

 

 

ლასინა ტრაორე

(ყუბანი – მონაკო ; 10 მილიონი ევრო)

რუსული “ყუბანის” ფორვარდი ფრანგულ “მონაკოში” საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ გადავიდა, სადაც ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ტრაორემ კვლავ შეიცვალოს კლუბი და ზაფხულამდე იჯარის წეისთ სხვა გუნდში ითამაშოს.

 

 

ნიკიცა იელავიჩი 

(ევერტონი –  ჰალ სიტი ; 7,8 მილიონი ევრო)

დიდი ხნის მანძილზე იელავიჩის კარიერა საკმაო წარმატებით ვითარდებოდა. ფეხბურთელმა “ევერტონშიც” კარგად დაიწყო და 13 შეხვედრაში 9 გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ იელავიჩის თამაშის ხარისხმა მნიშვნელოვნად იკლო. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი შემადგენლობიდან ლუკაკუმ ამოაგდო. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ლივერპულელებმა “ჰალის” საკმაოდ სარფიან შეთავაზებაზე უარი არ თქვეს.

 

Nikica Jelavic

 

 

რაჯა ნაინგოლანი

(კალიარი – რომა ; 3+6,5 მილიონი ევრო)

რაჯა ნაინგოლანმა “რომასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. შეთანხმების თანახმად “რომამ” ჯერ 3 მილიონი გადაიხადა, სეზონის დასრულების შემდეგ კი დარჩენილ 6,5 მილიონს გადაიხდის. “მგელბის” შემადგენლობაშ ფეხბურთელს დებიუტი უკვე ჰქონდა. ნაინგოლანმა რუდი გარსიაზე დადებით შთაბეჭდილება მოახდინა.
“ადვილია ისეთ გუნდთან ადაპტირება, სადაც შენი პარტნიორები პიანიჩის და კევის სტროტმანის დონის ფეხბურთელები არიან. ნაინგოლანს ყველაფერი შეუძლია. უკანასკნელ შეხვედრაში მას “რომას” თამაშის დაბალანსება ევალებოდა” – განაცხადა გარსიამ.

 

 

ნიკიცა იელავიჩმა პანენკას სტილში პენალტი ცუდად შეასრულა

4 იანვარს, ინგლისის თასზე, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “აპრ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, ლივერპულელმა ნიკიცა იელავიჩმა პენალტი ცუდად შეასრულა.