მუტუ: “ზლატანს დაესიზმრა, რომ რონალდუ მასზე უკეთესი იყო”

“იუვენტუსის”, “ინტერისა” და “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიან მუტუმ ტურინულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

რუმინელი ფეხბურთელის თქმით, როცა ის და ზლატანი თანაგუნდელები იყვნენ, მათ ერთ ოთახში ეძინათ, ზლატანს კი ერთხელ კოშმარი დაესიზმრა.

“ზლატანი საუკეთესოა. როცა “იუვენტუსში” თანაგუნდელები ვიყავით, მატჩის წინ ერთ ოთახში ვიძინებდით. ერთხელ, ღამით, იბრამ გაიღვიძა და მითხრა: “ადრიან, გაიღვიძე! კოშმარი დამესიზმრა. დამესიზმრა, რომ რონალდუ ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი იყო.”


ამის შემდეგ, ზლატანი დავამშვიდე და ვუთხარი: “არა, ზლატან! შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ, დამშვიდდი”,
– უთხრა მუტუმ რუმინულ ვებ-გვერდ costindesliu.ro-ს.

5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ლონდონის “ჩელსის” ისტორიაში

ლონდონის “ჩელსის” ფანების არხმა კლუბის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი დაასახელა.