„ცხინვალი“ – „ბოტოშანი“ (ფოტორეპორტაჟი)

წარმოგიდგენთ „ცხინვალსა“ და რუმინულ „ბოტოშანს“ შორის უეფას ევროპის ლიგისპირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩის ფოტორეპორტაჟს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ბოტოშანის“ სასარგებლოდ, ანაგრიშით 3:1 დასრულდა – ორი მატჩის ჯამში რუმინელებმა 4:2 მოიგეს.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

კაჭარავა „ბოტოშანთან“ მარცხის შემდეგ: „ამ გამოუცდელ მოთამაშეებს ვერაფერს მოვთხოვთ“

„ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ „ბოტოშანთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წაგებული მატჩი შეაფასა.

„ცუდი თამაში გამოვიდა. პირველივე წუთიდან ცუდად ვთამაშობდით და შევცდით. მეტოქე კარგი და გამოცდილი გუნდი იყო. ჩვენს კარში გოლები ცენტრალური მცველების შეცდომებს მოჰყვა.

ამ წაგების გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. უფრო მეტი პროგრესი გვჭირდება, ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ამაშია. ამ ახალგაზრდა, გამოუცდელ მოთამაშეებს ასეთ დოენზე მეტს ვერ მოვთხოვთ. მთავარია, ეს გუნდი შენარჩუნდეს და მას განვითარების საშუალება ჰქონდეს.

ვიცოდით, რამდენად ძლიერ გუნდს შევხვდით. „ბოტოშანი“ შეთამაშებული და დაბალანსირებული კოლექტივია. უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ დავმარცხდით. თუ საქართველოს ჩემპიოანტში შეცდომას გვპატიობენ, აქ იგივე ვერ განმეორდება.

ზოგმა ფეხბურთელმა გულშემატკვირების ამ რაოდენობის წინააღმდეგ მხოლოდ პრიველად ითამაშა. ჩემპიონატში ჩვენს მატჩებზე, ძირითადად, მოთამაშეთა ნათესავები დადიან.

მსაჯის მუშაობაზე საუბარი არ მსურს, ზოგადად, ამ თემაზე კომენტარისგან ყოველთვის თავს ვიკავებ“, – განაცხადა კაჭარავამ.

„ბოტოშანის“ თავკაცი: „ცხინვალი კარგი გუნდია“

რუმინული „ბოტოშანის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ „ცხინვალთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო.

„პირველ რიგში დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. „ცხინვალი“ ახალაგზრდა და ბრძოლისუნარიანი გუნდი გამოჩნდა, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. კარგია, რომ საჭირო შედეგს მივაღწიეთ.

„ცხინვალის“ მწვრთნელის მუშაობას დადებითად ვაფასებ, ამ გუნდს მისი ხელი აშკარად ეტყობა. გუნდს სამომავლოდ შედეგის მიღწევაში ასე მუშაობის გაგრძელება სჭირდება.

შემდეგ ეტაპზე „ლეგიას“ ვეთამაშებით. ვიცით, რომ ის რთული მეტოქეა. ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ, ამიტომაც, ვეცდებით ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

 

“ცხინვალი” ევროპა ლიგას გამოეთიშა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის განმეორებითი შეხვედრა, “ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანს” შორის, სადაც მომდევნო ეტაპზე სტუმარი გუნდი გავიდა.

მატჩი სწრაფი გოლით გაიხსნა. უკვე მე-6 წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რომანმა გახსნა. 38-ე წუთზე მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ. ნიკოლაი იორდანოვმა “ცხინვალი” ცენტრ-ფორვარდის, ნიკა კაჭარავას გარეშე დატოვა.

მეორე ტაიმის 59-ე წუთზე რომანმა დუბლის გაფორმება და სტუმრების უპირატესობის გამაგრება შეძლო. ზუსტად 6 წუთში, “ბოტოშანის” მცველმა, კუკუმ საჯარიმოში იუხეშა და “ცხინვალის” სასარგებლოდ პენალტი დაიდო, კილასონიამ თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში შეამცირა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში მატჩის დასრულებიდან 22 წუთით ადრე დაფიქსირდა. ბატინმა სოლო-რეიდის წყალობით გიორგი ნადირაძის კარი დალაშქრა.

“ცხინვალი” 1-3 “ბოტოშანი” (ორი მატჩის ჯამში 2-4)

გოლი: კილასონია ’65(პ) – რომანი ‘6, ’59; ბატინი ’68

“ცხინვალი”: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, კაკუბავა, კილასონია, გიგაური, მახარობლიძე, ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ქარდავა, კაჭარავა.

“ბოტოშანი”: ილიევი, კორდოში, პლამადა, კუკუ, პატაკე, ვაშვარი, კოსტინი, ივანოვიჩი, მარტინუსი, რომანი, ბრაუნი.

გაფრთხილება: კაკუბავა, კაჭარავა – პლამადა, კუკუ, ივანოვიჩი, მარტინუში, კროიტორუ.

გაძევება: კაჭარავა ’38 – პლამადა ’48

„ბოტოშანის“ თავკაცი: „ცხინვალთან“ ფრე სენსაცია არ ყოფილა“

როგორც მოგახსენეთ, „ცხინვალსა“ და რუმინულ „ბოტოშანს“ შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორივე გუნდის თავკაცის პრესკონფერენცია შედგა. წარმოგიდგენთ სტუმართა მთავარი მწვრთნელის ლეონტინ გროზავუს კომენტარს.

„პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით. მიხარია, რომ საქართველოში ვარ. კარგია, თუ ანალოგიურად კარგად თავი რუმინეთში ჩვენმა სტუმრებმაც იგრძნეს.

„ცხინვალი“ კარგი გუნდია. წინ საინტერესო თამაში გველის, რომლის მოსაგებად მზად ვართ. ანგარიში 1:1 მეტოქეს აძლევს უპირატესობას. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, შევეცდებით, ხვალ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიოთ. იმედია, მატჩს ბევრი გამოყურებელი დაესწრება.

რამდენიმე მოთამაშეს ჯანმრთელობის მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ხვალისთვის ყველა მზად იქნება. იმედია, მწყობრში ვიქნებით და იპტიმალური შემადგენლობით გამოვალთ.

პირველი მატჩი სენსაციურად ნამდვილად არ დასრულებულა. ევროთსებზე სუსტი გუნდები არ გადიან და აქ დიდი ანგარიშით მოგება ურთულესია.

უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეორე სეზონს ვატარებთ. რუმინეთში ახლა ფინანსური კრიზისია და ამის გამო საფეხბურთო კლუბებიც ზარალდებიან, რომლებიც სათანადოდ არ ფინანსდებიან. ვცდილობ, არსებული რესურსი მაქსიმალი სარგებლით გამოვიყენოთ. მოგების შემთხვევაში, ბონუსები გათვლილი არ გვაქვს“, – განაცხადა რუმინული კლუბის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალი“ – „ბოტოშანის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

ცხინვალი“ - „ბოტოშანი“ ღია ვარჯიში_59564

„ცხინვალის“ თამაშიდან შემოსული თანხა დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება

მოგეხსენებათ, ხვალ „ცხინვალი“ რუმინულ „ბოტოშანთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ჩაატარებს. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. წარმოგიდგენთ „ცხინვალის“ თავკაცის კახა კაჭარავას კომენტარს.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ბიჭებს, ისინი მაქსიმუმისთვის ყველაფერს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობთ, პირველ ნომრად თამაშს ვაპირებთ.

გულშემატკივარს მატჩზე დასწრება უფასოდ შეუძლია, თუმცა კლუბს ინიციატივა აქვს – ხალხს ფულის გადახდა შეეძლება, შემოსულ თანხას კი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მოვახმართ“, – განაცხადა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალსა“ და „ბოტოშანს“ შორის რუმინეთში პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვალინდელი შეხვედრა საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ლიგა: ქართული გუნდების მონაწილეობით მატჩებში მსაჯები დანიშნეს

ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მონაწილეობით გასამართ საპასუხო მატჩებს მოემსახურებიან.

“გაბალასა” და “დინამო თბილისს” გასამართ შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

“ცხინვალსა” და რუმინულ “ბოტოშანის” შორის “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩში ბულგარელი არბიტრები იმუშავებენ, მთავარი მსაჯი ნიკოლაი იორდანოვი იქნება.

ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩს ფაბიუ ვერიშიმუს ხელმძღვანელობით პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

სამივე შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

კახი კაჭარავა: “ბევრი შეცდომა დავუშვით”

2 ივნისს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბოტოშანმა” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი კაჭარავამ განაცხადა, რომ ის შედეგით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს.

“რთული მატჩი იყო. “ბოტოშანი” კარგი გუნდია, რომლის ღირსებასაც კარგი ფეხბურთელები იცავენ. ძალიან გახარებული ვარ. უნდა აღინიშნოს, რომ გაგვიმართლა. თამაშის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცი. ვფიქრობ, ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლო 15-20 წუთში ბევრი შეცდომა დაუშვეს. განმეორებით შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – უთხრა კაჭარავამ ჟურნალისტებს მატჩის დასრულების შემდეგ.

პრევიუ: “ბოტოშანი” – “ცხინვალი”

ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე უცნობი მეტოქე ევროპალიგის დებიუტან “ცხინვალს” ერგო.

აღსანიშნავია, რომ ცხივალელთა მეტოქე ევროასპარეზზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. “ბოტოშანიმ” ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა, თუმცა საქმე იმაშია, რომ მასზე წინ მყოფმა კლუბებმა უეფას ლიცენზია ვერ მიიღეს და საგზურიც ავტომატურად ბოტოშანელებს ერგოთ.

გუნდის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშების სინთეზს წარმოადგენს. “ბოტოშანსი” ღირსებას რამდენიმე ლეგიონერიც იცავს, რომელთა შორის ყველაზე გამოცდილი 30 წლის შოტლანდიელი სკოტ რობერტსონია. ნახევარმცვლეს “დანდის” და “დანდი იუნაიტედის” შემადგენლობაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ცხინვალელები სადებიუტო ევროსეზონისთვის საქართველოში მოემზადნენ და ერთი ამხანაგური მატჩი ერევანში გამართეს, სადაც სომხეთის ჩემპიონის დამარცხება შეძლეს.

ახალი სეზონის სტარტზე კაჭარავას გუნდი რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით გაძლიერდა. მართლაია, “ცხინვალი” ევროპულ ტურნირზე პირველად თამაშობს, მაგრამ გუნდის ძირითადი ბირთვის წევრებს ზურგს საკმაო გამოცდილება უმაგრებთ. ცალკე აღნიშნვის ღირსია აკაკი შულაიას ტრანსფერი. ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება რამდენიმე კლუბი ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მისთვის ბრძოლა ცხინვალელებმა მოიგეს.

საერთ ჯამში ამ წყვილში ფავორიტის დასახელება გაგვიჭირდება. ქვეყნების საფეხბურთო დონიდან გამომდინარე მცირე უპირატესობას “ბოტოშანის” მივანიჭებთ, თუმცა “ცხინვალი” უშანსოდ ნამდვილად არ არის.