ოფიციალურად: დუგლაშ კოშტა “ბაიერნის” ფეხბურთელია

გერმანულმა გრანდმა ზაფხულის პირველი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა.

“ბაიერნის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, მათ დონეცკის “შახტარიდან” ბრაზილიელი დუგლას კოშტა გაიფორმეს.

24 წლის ფეხბურთელმა “რეკორდმეისტერებთან” 2020 წლამდე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი და გუნდში 11 ნომერი აიღო.

ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.