“ურუგვაელი” მცველი სებასტიან კოატესი “ლივერპულს” საბოლოოდ ტოვებს. გასულ სეზონში წითლებმა ის “სანდერლენდში” გაანათხოვრეს, რომელმაც კოატესის საბოლოოდ გამოსყიდვა გადაწყვიტა და მერსისაიდულ კლუბს 4 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
24 წლის მცველმა “ლივერპულში” 4 წელიწადში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა. “სანდერლენდთან” მან კონტრაქტი 4 სეზონით გააფორმა.
გასულ სეზონში კოატესმა ახალი გუნდის შემადგენლობაშ 8 თამაში ჩაატარა.