როგორც „მთავარზე“ დაყრდნობით „აჭარის ტელევიზია“ იტყობინება, კომპანია „იბერპროქსმა“, რომელსაც ბათუმის სტადიონის პროექტზე უდნა ეზრუნა, ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.
ცნობისთვის, ესპანური კომპანია რამდენიმე თვის წინ 22-კაციანმა კომისიამ აირჩია. ჯამში კონკურსში მონაწილეობა თერთმეტმა კომპანიამ მიიღო.
როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააუქმა და კონტრაქტის დარღვევისთვის 12 ათასი ლარით დააჯარიმა. აღსნიშნავია, რომ როგორც სამინსიტროში განაცხადეს, კომპანიას საცდელი ვადაც მიეცა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არც ამ პერიოდში შესრულებულა.
პირობების მიხედვით, მშენებლობის დაწყება წელს, ხოლო დასრულება – 2017 წელს იგეგმებოდა. რაც შეეხება ტენდერს, ის კომპანიის არჩევის შემდეგ ხუთ თვეში უნდა მომზადებულიყო. სტადიონის პროექტის საწყისი ღირებულების ფასი 650 ლარს შეადგენდა.