გორის “დილასა” და ლუცკის “ვოლინს” შორის დღეს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი არ ჩატარდა. შეხვედრის გამართვაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “დილა” ავრცელებს.
“უკრაინულ “ვოლინთან” მეორე მატჩი დღეს აღარ გაიმართება, რადგან ჩვენმა მეტოქემ თამაშზე უარი განაცხადა. მომდევნო მატჩს გორის “დილა” 4 ივლისს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “გაზიანთეპსპორთან” ჩაატარებს”, – წერია “დილას” გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “დილასა” და “ვოლინს” შორის გუშინ გამართული მატჩი ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.