პეპე, შესაძლოა, „უდინეზეში“ გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ გამოცდილი ნახევარმცველი სიმონე პეპე „უდინეზესთან“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იწყებს. ტურინულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელს წლის ბოლომდე აკავშირებს, ამიტომაც მას, დიდი ალბათობით, ახალი სამუშაო ადგილის ძებნა მოუწევს.

პეპემ „ბიანკონერიში“ ადგილის დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა. განვლილ სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩია, აქედან ერთი შეხვედრა მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე სულ 221 წუთის განმავლობაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ პეპე „ფრიულიზე“ აქამდეც თამაშობდა – „უდინეზეს“ ღირსებას ისევ 2007 წლიდან 2010 წლამდე იცავდა. მანამდე 2006/07 წლების სეზონში მან იჯარით „კალიარიში“ ითამაშა.