დიეგო მარადონა: “სამპაოლიმ მიღალატა და ამგვარად მიუახლოვდა არგენტინის ნაკრებს”

დიეგო მარადონა, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ყველა საუკეთესო ფეხბურთელის სახელითაც მოიხსენიებენ, თვლის, რომ სამპაოლიმ უღალატა და ეს არგენტინის ნაკრებთან დაახლოვებისთვის გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სამპაოლიმ “ალბისელესტე” გასულ წელს ჩაიბარა.

“სამპაოლი ნაკრებში თავისი დამხმარეების თანხლებით მოდის და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ბურთი მრგვალია. ვფიქრობ, ყველაზ მეტად სწორედ აქ ცდება ის.

ფეხბურთის არცერთ მცოდნეს ახსოვს მის მიერ გატანილი გოლი და არც სმენია ამის შესახებ. ვფიქრობ, მან პატივი უნდა სცეს იმას, რაც ჩვენ დავტოვეთ, რაც არგენტინის ნაკრებისთვის გავაკეთეთ.

როდესაც “სევილიაში” იყო, მან ფეხბურთზე სასაუბროდ მიმიწვია. თუმცა ახლა ვხვდები, რომ მას სხვა მიზნები ჰქონდა – უნდოდა ნაკრებს დაახლოვებოდა. მან მე მიღალატა,” – აცხადებს მარადონა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ამხანაგური შეხვედრა არგენტინამ “ფურია როხასთან” გამანადგურებელი ანგარიშით, 6-1, დათმო.

ხორხე სამპაოლი ნაკრებში ახალი ტაქტიკის გამოცდას აპირებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მზადაა, ნაკრებში ახალი ტაქტიკა გამოცადოს, რომელიც ორი ძირითადი დამცველით თამაშს ითვალისწინებს – საუბარია 2-3-4-1-ზე.

“არის შანსი, რომ შემდეგ მატჩებში ორი ცენტრალური მცველით ვითამაშო, რომელსაც ერთი დამხმარე ეყოლებათ. დაცვაში 10 ფეხბურთელი თამაშობს, ისევე როგორც ეს ბრაზილიასთან გამართულმა მატჩმა აჩვენა,” – აცხადებს “სევილიას” ყოფილი თავკაცი.

სინგაპურთან გასამართ მატჩზე საუბრისას, მან დაამატა: “რამდენიმე ექპერიმენტის ჩატარებას ვგეგმავ. მინდა, გუნდი დაკარგულ ბურთს მაქსიმალურად მცირე დროში იბრუნებდეს.

სინგაპურთან გამართული მატჩის შემდეგ, ჩვენ ზუსტად გავიგებთ, შეგვიძლია თუ არა დაცვაში 10 კაცით აგრესიულად თამაში.”

იურისტი: “სამპაოლის ნაკრების ჩაბარება უნდოდა, მაგრამ “სევილიამ” ამის უფლება არ მისცა”

ესპანური “სევილიას” მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის იურისტი, ფერნანდო ბარედასი აცხადებს, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება და არგენტინის ნაკრების სათავეში სურდა მისვლა.

“ხორხეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნა სურდა, მაგრამ “სევილიამ” მას ამის უფლება არ მისცა. კლუბმა ხორხესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი განაცხადა.

კონტრაქტის გაწყვეტა – საკმაოდ რთული რამ არის. ხორხემ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.” – განაცხადა იურისტმა.

ცნობისათვის გეტყვით, რომ კონტრაქტის გასაწყვეტად სამპაოლის 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა ესპანური კლუბისათვის.

კარიკატურა: რატომ ვერ აღწევს მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად წარმატებას?

უცხოური გამოცემა Cartoon აქვეყნებს საინტერესო კარიკატურას, რომელიც ასახავს იმ მიზეზს, რის გამოც ლეო მესი არგენტინის ნაკრებში ძალიან ცუდად თამაშობს.

11692526_1494788510561360_7653593230007947782_n