„ბოტოშანის“ თავკაცი: „ცხინვალი კარგი გუნდია“

რუმინული „ბოტოშანის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ „ცხინვალთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო.

„პირველ რიგში დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. „ცხინვალი“ ახალაგზრდა და ბრძოლისუნარიანი გუნდი გამოჩნდა, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. კარგია, რომ საჭირო შედეგს მივაღწიეთ.

„ცხინვალის“ მწვრთნელის მუშაობას დადებითად ვაფასებ, ამ გუნდს მისი ხელი აშკარად ეტყობა. გუნდს სამომავლოდ შედეგის მიღწევაში ასე მუშაობის გაგრძელება სჭირდება.

შემდეგ ეტაპზე „ლეგიას“ ვეთამაშებით. ვიცით, რომ ის რთული მეტოქეა. ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ, ამიტომაც, ვეცდებით ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.