ელ შაარავი “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე: “დასაკარგი არაფერი გვაქვს”

“რომას” იტალიელმა შემტევმა, შტეფან ელ შაარავიმ “ბარსელონასთან”, “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რომა” ყველაფერს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების ეგიდით ტარდება.

“ძალიან კარგად ვიცით, რომ “ბარსელონასთან” თამაში ურთულესი იქნება, თუმცა დასაკარგი არც არაფერი გვაქვს. მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წინ რომში გასამართი შეხვედრა გველოდება.

რა თქმა უნდა, ცალკე განსახილველია მესის საკითხიც. მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მატცის ბედი გადაწყვიტოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ და შეცდომათა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ყველა ამბობს, რომ ფავორიტი “ბარსელონაა” და ასეც არის. ხალხი ჯგუფში ჩარჩენასაც გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ახლა აქ ვართ. ასე რომ, ხალხის აზრს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ,” – აცხადებს “მონაკოსა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი.

“მილანი” ელ შაარავის “მონაკოში” უშვებს

მხარეები იტალიელი თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 22 წლის შემტევი, შტეფან ელ შაარავი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას კვირას გაივლის.

ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 15-18 მილიონი დაუჯდება, ხოლო ბონუსებით 20 მილიონამდე.