„რომამ“ თავის ოფიციალურ საიტზე ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. 27 წლის ბელგიელმა რომაელებთან შეთანხმება 2020 წლამდე გააგრძელა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტაქტით, ნაინგოლნანს „ჯალოროსიში“ წელიწადში 3,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
შეგახსენებთ, რომ რაჯა იტალიაში ჯერ კიდევ 2004 წლიდან თამაშობს. აქამდე ის „პიაჩენცასა“ და „კალიარის“ ფერებს იცავდა. 2014/15 წლების სეზონში ნაინგოლანმა „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.