ბეკენბაუერი: “შვაინშტაიგერი უნდა გადასულიყო MLS-ში და არა, “იუნაიტედში”

ლეგენდარულმა გერმანელმა მცველმა საკუთარი აზრი დააფიქსირა შვაინშტაიგერის მანჩესტერში გადასვლასთან დაკავშირებით.

“ყველამ იცის, თუ რაოდენ ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ისეთ ასაკშია, კვლავ შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. ბასტიანი 30 წლისაა. მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო და მსურს კიდევ ერთი წარმატებული გერმანელი იყოს ინგლისში. თუმცა, ბევრმა გერმანელმა პრემიერ ლიგაში ვერ გაამართლა.

“ვფიქრობ, შვაინშტაიგერისთვის MLS-ში გადასვლა უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ვიდრე “მანჩესტერში”,”-განაცხადა ბეკენბაუერმა.