კალუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა

ბერლინის “ჰერტას” თავდამსხმელმა სალომონ კალუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა. კოტ დივუარელი ფეხბურთელი პირველია, რომელმაც ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატებში სეზონის განმავლობაში მინიმუმ ათი გოლი გაიტანა.

სალომონ კალუმ გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ბრემენის “ვერდერის” კარში მიმდინარე გათამაშებაში სწორედ მეათე გოლი მიითვალა.

კალუმ ინგლისში ერთი სეზონის განმავლობაში მინიმუმ ათი გოლის გატანა ლონდონის “ჩელსის”, ხოლო საფრანგეთში “ლილის” რიგებში ასპარეზობისას მოახერხა.

 

ინგლისში კალუს დაბრუნებაზე ფიქრობენ

ფრანგული „ლილის“ ფორვარდი სალომონ კალუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში  შესაძლოა, ინგლისის პრემილიგაში დაბრუნდეს.

„სქაი სპორტსის“ ინფორმაციით, კოტ დივუარის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესაძლებლობას ლონდონის „არსენალისა“ და „ლივერპულის“ ხელმძღვანელები განიხილავენ.

კალუსთვის „ნისლიანი ალბიონი“ უცხო არ არის. 2006-დან 2012 წლამდე ის ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში 60 გოლის გატანა შეძლო.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში კალუმ 19-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილება, გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი