უეფას სეზონის საუკეთესო მოთამაშე: 10 ნომინანტი

უეფამ იმ ფეხბურთელთა შორთლისტი გამოაქვეყნა, რომლებიც 2015 წლის ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. პირვანდელი 35 ფეხბურთელიდან 54-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მეორე ეტაპზე შემდეგი ათი მოთამაშე გაიყვანა:

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, “იუვენტუსი”); ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”); ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”); ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”); პოლ პოგბა (საფრანგეთი, “იუვენტუსი”); ანდრეა პირლო (იტალია, “იუვენტუსი”); კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”); ლუის სუარესი (ურუგვაი, “ბარსელონა”); კარლოს ტევესი (არგენტინა, “იუვენტუსი”); არტურო ვიდალი (ჩილე, “იუვენტუსი”).

ამ ათი ფეხბურთელიდან 12 აგვისტოს სამი ფინალისტი დასახელდება.

საბოლოო გამარჯვებულს 27 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს დააჯილდოებენ.

შეგახსენებთ, რომ უეფას საუკეთესო მოთამაშის ჯილდო 2011 წლიდან არსებობს. პრიზი გადაეცემა ევროპულ კლუბში მოთამაშე იმ ფეხბურთელს, რომელიც სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოიჩენს თავს.

წინა წლებში აღნიშნული ჯილდო შემდეგმა ფეხბურთელებმა მოიგეს: ლიონელ მესი (2010/11 წელი, “ბარსელონა”); ანდრეს ინიესტა (2011/12 წელი, “ბარსელონა”); ფრანკ რიბერი (2012/13 წელი, “ბაიერნი”); კრიშტიანუ რონალდუ (2013/14 წელი, “რეალი”).