თევზაძე “დინამოში”, კუპატაძე “ლოკომოტივში”

გიორგი თევზაძე, რომელიც წლების განმავლობაში “საბურთალოს” ფეხბურთელი გახლდათ, კარიერას მრავალგზის ჩემპიონთა რიგებში გააგრძელებს – თბილისის “დინამომ” ტრანსფერი განახორციელა და ამიერიდან საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ტიტულოვანი კლუბის მაისურას მოირგებს.

წლეულს, “საბურთალოდან” თბილისის “დინამოში” მეორე ტრანსფერი განხორციელდა – ივნისის დასაწყისში გია გეგუჩაძის კლუბს ბაჩანა არაბული შეუერთდა.

ასევე დედაქალაქურ კლუბში, “ლოკომოტივში” გაირჯება მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელიც “რკინიგზელთა” რიგებში” იჯარის წესით ითამაშებს.