ბერლინის “ჰერტას” თავდამსხმელმა სალომონ კალუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა. კოტ დივუარელი ფეხბურთელი პირველია, რომელმაც ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატებში სეზონის განმავლობაში მინიმუმ ათი გოლი გაიტანა.
სალომონ კალუმ გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ბრემენის “ვერდერის” კარში მიმდინარე გათამაშებაში სწორედ მეათე გოლი მიითვალა.
კალუმ ინგლისში ერთი სეზონის განმავლობაში მინიმუმ ათი გოლის გატანა ლონდონის “ჩელსის”, ხოლო საფრანგეთში “ლილის” რიგებში ასპარეზობისას მოახერხა.