“ესპანიოლის” მეკარე კიკო კასილია მადრიდის “რეალში” გადავიდა.
ეს ინფორმაცია ორივე კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ტრანსფერის ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა.
კასილია “რეალთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ კიკო კასილია “სამეფო კლუბის” აღზრდილი გახლავთ. იგი “რეალიდან” “ესპანიოლში” 2007 წელს გადავიდა.
კიკო კასილიამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 37 მატჩში 48 გოლი გაუშვა, მიიღო ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი.